ეკა კვესიტაძე: მეუფე იაკობი მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა რა ხდებოდა საპატრიარქოში

გადაცემა “კვირის აქცენტებში” წამყვანმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი ხშირად აწუხებდა გადაცემის მეორე წამყვანს, ეკა კვესიტაძეს. აქამდე ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ, მაგრამ დღეს, როდესაც მეუფე იაკობმა ყველა “წითელი ხაზი” გადალახა, მისი თქმით დასამალი აღარაფერია.

დიალოგი ეკა კვესიტაძემ გააგრძელა: “ერთ დღეს, მეუფე იაკობი თავად გამოვიდა ჩემთან კონტაქტზე და ჩემთვის არ იყო მოულოდნელი რაც მოვისმინე ტვ პირველით და შემდეგ უკვე ჩვენთან. ის მუდმოვად მირეკავდა და მიყვებოდა იმ პრობლემებზე, რაც ხდებოდა საპატრიარქოში, იმაზე, როგორი დაძაბულობა იყო, რომელი კლანი უპირისპირდებოდა ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს მე ეს საჯაროდ არ გამომიტანია და მითუმეტეს არ ჩამიწერია, რადგან ეს ეწინააღმდგება ჩემს ჟურნალისტურ ეთიკას.

გარდა იმისა, რაც მან ტვ პირველს მოუყვა, მე მიყვებოდა, როგორ უნდოდათ მეუფე შიოს დასმა მესაყდრედ, რომ ის იყო პირდაპირ რუსეთის კაცი. ვრცლად მომიყვა მათი შეკამათების შესახებ, სადაც ლამის ხელის შეხებამდე მივიდა საქმე. გუშინ თავად დამირეკა და შემპირდა, რომ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ არ მოვიდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის იყო ძალიან გაბრაზებული გახარიაზე და მომიყვა, როგორ ემუქრებოდა მას გახარია, რომ გამოუქვეყნებდა მას ჩანაწერებს პირადი ცხოვრების შესახებ” – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

გადაცემის წამყვანის თქმით, მეუფე იაკობმა ზოგადად არეული საუბარი იცის და ზუსტი შინაარსის გამოტანა მისი საუბრიდან რთულია.

ამაზე ნიკა გვარამია შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ მეუფე იაკობმა ძალიან მწყობრად და დალაგებულად ისაუბრა მაშინ, როდესაც ბრალი დასდო ჰომოსექსუალურ კავშირში თავის თანამშრომელთან.

“მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ ახლა, ხელისუფლების მოკავშირეობას და თქვენს გმობას, არ ვაპირებ იმათი მოკავშირე ვიყო, რომელსაც სურთ ამ მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტის დანგრევა, თუმცა ყოველთვის გაგახსენებთ იმას, რაც ჩემს შესახებ თქვით ქადაგებაში, როდესაც ჩემს თანამშრომელთან ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში დამდეთ ბრალი.

ვინ დაგავალათ, რომ დამდოთ ბრალი ჰომოსექსულაურ კავშირში ჩემს თანამშრომელთან? აი, ეს მაინტერესებს ძალიან და ამ კითხვას დაგისვამთ ყოველთვის” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად