ეკა კვესიტაძე: “კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ დამირეკა და დამემუქრა”

სტუდიაში მიწვეულ კახა კალაძეს გიორგი გაბუნიამ კითხვის დასვამდე განუცხადა, რომ ეკა კვესიტაძეს კანონიერმა ქურდმა, მეტსახელად ლავასოღლიმ დაურეკა, რომელიც მას ემუქრებოდა. ამის შემდეგ, ეკა კვესიტაძემ პირდაპირ ჩართვაში ზარის შესახებ ისაუბრა:

"15 წუთის წინ დამირეკა და მითხრა,  ვარ მინდია გორაძეო, დამიწყო ლაპარაკი, რაც უფრო ქურდულ გარჩევას გავდა. კარგად არ მახსოვს საუბრის შინაარსი, ის დამემუქრა და მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ მეტი სიფრთხილე გმართებსო. მერე დამიწყო ყვირილი და ტელეფონი გავთიშე. მე დავუკავშირდი შსს-ს და მიპასუხეს, რომ დაიწყებდნენ მოკვლევას და დიდი იმედი მაქვს, ამ საქმეს გულისხმიერად მოეკიდებიან. მე რა ნომერიც დამიფიქსირდა, ის არის გლობალ ქსელის ნომერი და ალბათ შსს-ს არ გაუჭირდება დაადგინოს ეს ნომერი" – განაცხადა კვესიტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად