გვარამიას თქმით, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი მასთან მიიწვია

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე ღია ცის ქვეშ სტუმრები “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ყოფილი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და ნოდარ მელაძე არიან.

ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ახალ სეზონზე ნიკა გვარამიას მთავარ არხზე იმუშავებს.

ნიკა გვარამიას თქმით, სამუშაოდ ახალგახსნილ არხზე მიიწვია ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნოდარ მელაძე.

“მთავარ არხზე” ასევე გამოჩნდება ნოდარ მელაძე. მისი თქმით, ის არ აპირებს მედიიდან წასვლას.

“კურიერის” წამყანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა “რუსთავი 2” პროტესტი ნიშნად “კურიერის” პირდაპირ ეთერშივე დატოვეს.

შეგახსენებთ, პაატა სალიამ “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგ ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად