ეკა კვესიტაძე: ეს არის თავისუფალი სუნთქვა, რომლითაც ასე მოჰქონდათ თავი “ოცნებას” და მის მხარდამჭერებს

ეს არის თავისუფალი სუნთქვა, რომლითაც ასე მოჰქონდათ თავი “ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ განაცხადა.

“ყველაზე აგროვებდნენ ფარულ ჩანაწერებს და მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებსაც. ჩემზე, შენზე და ნიკა გვარამიაზე კი არა, ვინც ცნობილი ჟურნალისტები არიან, არამედ ყველა აქტიურ პირს, მათ შორის მასწავლებლებსაც, რადგან ისინი ადმინისტრაციულ რესურსის ნაწილს წარმოადგენენ. აი ეს არის მეგობრებო თავისუფალი სუნთქვა, ბოლოსდაბოლოს ხომ მივხვდით, რას ნიშნავს, რომლითაც ასე მოჰქონდათ თავი “ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს”, – თქვა ეკა კვესიტაძემ.

ცნობისთვის, გავრცელდა ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სუსი სასულიერო პირებს უსმენს. ჩანაწერების აუთენტურობა დადასტურებული არ არის, შესაბამისად “აიპრესი” ემიჯნება კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის გავრცელებას და არ ვახდენთ მის ტირაჟირებას.

კომენტარები
იტვირთება...