კვესიტაძე ”რ2”-ის ჟურნალისტებს: ან ინარჩუნებთ ღირსებას, ან ივანიშვილის სისხლიანი მმართველობის მონა ხდებით

ჟურნალისტი, გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი, ეკა კვესიტაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს და მის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ facebook-ზე ეხმაურება.

“სალიას პირველად რომ შევხვდით არხის წამყვანი სახეები, იკითხა – ნიკა გვარამია არ იქნება კვირის აქცენტებშიო? მე როგორც წამყვანი არ გამითავისულებიაო. მის უტიფრობაზე ყველას გაგვეცინა. მერე დაგვიწყო ასევე „გულწრფელად” იმის მტკიცება, რომ ყველა წამყვანს და გადაცემას შეინარჩუნებდა – უფრო მეტიც ბადეც კი “დაამტკიცა”. სულ ერთი კვირა დასჭირდ სალიას იმისათვის, რომ თავისი მოცემული სიტყვა უკან წაეღო და სპეციალურ ბრიფინგზე ის ჟურნალისტები, რომელსაც იმ დღეს სათნო სახით ზღაპრებს გვიყვებოდა, არხიდან სასაცილო მიზეზებით გავეთავისუფლებინეთ. ხოდა, ახლა ეს ივანიშვილის უსახო შავი საქმის შემსრულებელი კაცი ახალ ზღაპრებს უყვება კურიერის ჟურანლისტებს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს – დღეს თითოეული მათგანი ინდივიდუალური არჩევანის წინაშე დგას და ეს არჩევანი არის ძალიან მკაფიო – ან ინარჩუნებ ღირსებას, ან ივანიშვილის პრორუსული, ავტორიტარული, სისხლიანი მმართველობის მონა ხდები. მესამე გზა აქ არ არსებობს. უღირსი არჩევანის გამკეთებლები კი მოემზადონ დიდი საზოგადოებრივი წნეხისთვის. ეს დღე უკან აღარ დაბრუნდება!”,-წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...