ეკა კულულაშვილი: “საქართველოს სახელით გადაწყვეტილების გამოტანა უდიდესი პასუხისმგებლობაა”

თბილისის საქალაქო სასამართლოს შვიდი მოსამართლე შეემატა. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე შვიდმა ახალმა მოსამართლემ დადო.

 

მოსამართლე კულულაშვილის თქმით, "დღეიდან უნდა შევასრულოთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც მოსამართლეს აკისრია. საქართველოს სახელით უნდა გამოვიტანოთ გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ძალინ მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში".

ახლად გამწესებული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ისინი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია. მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მნიშვნელობას მოსამართლეების მომზადების პროცესში და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როცა მოსამართლეებად იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები ინიშნებიან.

ახლად დანიშნულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის PROLoG-ის პროექტის ექსპერტმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მოსამართლე თიმ ბალანდმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...