ეკა ხერხეულიძე: ზაქარეიშვილი, ჩემს თვალში, ფილიპე მახარაძეა

პაატა ზაქარეიშვილი გახლავთ ტიპიური კლასიკური ნიმუში, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მოღალატე, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას იმ დამამცირებელი და ცინიკური გამონათქვემებით ელაპარაკება, რომ დღეს საქართველოში არაფერი ხდება და საზღვარი არ გადმოწეულა, რასაკვირველია, აღშფოთებას იწვევს.

„მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ ზაქარეიშვილი გახლავთ მოღალატე ადამიანი. თქვენ ნუ წარმოიდგენთ, რომ მოღალატე ადამიანები ანატომიურად სხვაგვარად გამოიყურებიან. ადამიანს, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის მოსარჩლედ შეუძლია დაასახელოს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩააბარა აფხაზეთი და ზიანი მოუტანა ქვეყანას და ძაღლს უწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ღია ბრძოლას დაუპირისპირა თავისი სახელწიფო ძალისხმევა და უამრავი ადამიანი შეეწირა ამას – მას თუ შეეკითხებით ახლაც გაუჭირდება გიპასუხოთ, პუტინი არის თუ არა მტერი? ამაზე მას პასუხი არასდროს ჰქონია. ის ამბობს, რომ ეს არის პუტინის მხრიდან ადამიანური გამოვლინება და მხოლოდ და მხოლოდ მისი პოზიცია. ამგვარ პირობებში გვიწევს ჩვენ ბრძოლა, აზრის გაცვლა და წარმოუდგენელ ვითარებაში ვართ. ჩემს წარმოდგენაში ზაქარეიშვილი გახლავთ ფილიპე მახარაძე, რომელსაც არ აქვს ნება, არც ბრძოლის, არც წინააღმდეგობის, არც თავისი პოზიციის დაფიქსირების. იმ პოზიციის დაფიქსირების, რომელიც იქნება სოლიდარული ქართველი ხალხის. აქედან გამომდინარე, ვის უნდა ებრძოლოს, თავის ჩეკისტ მეგობრებს? მათ უნდა გამოუცხადოს ბროლა? ეს არის რელეგატი ადამიანი, რომელიც ახორციელებს კრემლის პოლიტიკას. ბუნებრივია, მას მწვავე პროტესტი არასდროს ექნება. ადამიანებო გაიგეთ, არავინ არის ომის მომხრე, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ როდესაც მსგავსი საკითხები ქვეყანაში ხდება ამას ქართველი ხალხი ვერ შეეგუება. როდესაც ღია ინტერვენციას აქვს ადგილი, მაინტერესებს რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? ზაქარეიშვილისნაირად თავწახრილი უნდა დადგეს კრემლის წინაშე და თქვას, რომ ეს არაფერი არის, თუ თავის სახელმწიფოებრივი პოზიცია მკაფიოდ გამოავლინოს“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

კომენტარები
იტვირთება...