ეკა ხერხეულიძე: უბრალოდ, ხელი რომ მოჰკიდო და კანზე გადაუსვა, არის თეთრი, იფცქვნება ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი არის სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადასაყვანი

დღეს შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზს, რომელსაც დაესწრო ექიმიც. ის იყო შეშფოთებული, რადგან 170-110 ზე დაუფიქსირდა და ამას თავად ვერ გრძნობს. მისთვის ეს საგანგაშო წნევაა, რადგან კარგად ყოფნის დროს 120-80-ზეა. ეს იყო კრიზი. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მონახულების დროს ჰიპერტონიული კრიზის შემსწრე გახდა.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდება ამ პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ უკვე იწყება 49-ე დღე მისი შიმშილობიდან. თუ კი ის დარჩება ამ პირობებში გლდანის ციხეში, თავისთავად ყოველი მომდევნო დღე მისი შიმშილობის იქნება უარესი და უარესი.

დღეს შევესწარი მის ჰიპერტონიულ კრიზს, რომელსაც დაესწრო ექიმიც. ის იყო შეშფოთებული, რადგან 170-110 ზე დაუფიქსირდა და ამას თავად ვერ გრძნობს. მისთვის ეს საგანგაშო წნევაა, რადგან კარგად ყოფნის დროს 120-80-ზეა. ეს იყო კრიზი. ადმინისტრაცია შეშფოთდა და გამოიძახა ექოსკოპია. ეს არ არის მულტიფუნქციური კლინიკა, რაც არ უნდა საზოგადოებას თვალში ნაცარი ვაყაროთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ დამძიმდება ხვალ და ზეგ ის. უბრალოდ, ადამიანს ხელი რომ მოჰკიდო და კანზე გადაუსვა, არის თეთრი, იფცქვნება ადამიანი. მისი მდგომარეობა არაა ნორმალური და დროზე თუ არ გადაიყვანეს, არ ვიცი უშველიან თუ არა.

ის რასაც ახლა შევესწარი და შეესწრო ექიმი, მისი აზრითაც ეს არის არანორმალური მდგომარეობა. ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ამ ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ პრინციპში, არის ძალიან ცუდად. როდესაც ნევროპათოლოგმა თხოვა სამი სიტყვის მკაფიოდ დამახსოვრება, ხუთ წუთში შემეკითხა და მიუხედავად იმისა, რომ თავი ვაიძულე, ეს სამი სიტყვა დამემახსოვრებინა, ვერ შევძელი და ძალინ შემრცხვაო, ადამიანმა. მე არ ვიცი მეტი სიმპტომი რა უნდა იყოს, რომ ვუშველოთ. მიხეილ სააკაშვილი არის სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ გადასაყვანი“,- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები
იტვირთება...