ეკა ხერხეულიძე: საქართველოს ხელისუფლება სილაჩრეს ავლენს

სილაჩრეს ავლენს საქართველოს ხელისუფლება, მას არ გააჩნია თავისი დამოკიდებულება მსგავსი პროვოკაციული გამოხტომების წინაშე, – ამის შესახებ საპარალამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კარასინმა საქართველოს შეუკვეთა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოაგდეს ის ჟანგიანი აბრა, რომელიც ჟურნალისტების ძალისხმევით ჩამოაგდეს იმ ტერიტორიაზე.

“ბიძინა ივანიშვილმა მისი დაკვეთა შეასრულა. ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება – შეეგუოს ეს ხელისუფლება, რომ აუცილებლად ექნება მწვავე პასუხი“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

კომენტარები
იტვირთება...