ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილს კრიტიკული დღეების მიუხედავად თავის ჯანმრთელობაზე არ უწუწუნია, მისი საფიქრალი ქვეყანა იყო

სააკაშვილს კრიტიკული დღეების მიუხედავად თავის ჯანმრთელობაზე არ უწუწუნია, მისი საფიქრალი ქვეყანა იყო, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.

“მიუხედავად იმ კრიტიკული დღეებისა, რასაც ის განიცდიდა გლდანში, მისთვის მთავარი საფიქარალი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა, არცერთ ეტაპზე და არცერთ დღეს. მე და ჩემმა სინდისმა ვიცით ეს, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ურთიერთობაში საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობდა და არ წუწუნებდა. მისი საფიქრალი იყო ეს ქვეყანა და რჩება ეს ქვეყანა და მიტაცებული ძალაუფლება, რომელზეც წუხს, რომ დღის წესრიგიდან დაიკარგა და ამაზე სათანადოდ არ წუხს საზოგადოება, რომელსაც მოპარეს არჩევანი და ის მაინც შემგუებლური პოზიციიდან უყურებს პროცესებს,” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მის გათავისუფლებასთან ერთად აუცილებლად მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები.

კომენტარები
იტვირთება...