ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე: სინდისი მეკითხება-ამ კაცს ციხეში რა უნდა?

ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ზუგდიდიდან ვბრუნდები.მანამდე ბათუმში ვიყავი.ბათუმამდე ისევ ზუგდიდში.ეს ყველაფერი უძილო ღამეების პირობებში.თითქოს უნდა დაიღალოს ნორმალური ადამიანი,მაგრამ პირიქით,ხვალინდელი აქციის მოლოდინით გავდივარ გზას.ვხვდები,რომ ეს არის ის,რაც მომწონს და მაცოცხლებს.შინაარსი საქმით დაღლილ დღეებს აქვს და არცერთ შემთხვევაში უსაქმურობას.
კარგა ხანია ბათუმში არ ვყოფილვარ.გუშინაც რამდენიმე საათით შევიარე.სულ სხვაგვარად დავინახე ყველა შენობა.თითოეული ქუჩის,გზის და შენობის მშენებლობის პროცესი გამახსენდა.
მთელი ბავშვობა აფხაზეთში ვისვენებდი.არც ბათუმს ვიცნობდი და არც იქაურ ყოფას.როცა სამუშაოდ ჩავედი 3 სასტუმრო დამხვდა-ინტურისტი,დავითი და ალიკა….სამი რესტორანი-პონტო ფრანკო,ბერეგი და თევზის რესტორანი…
ვიქირავე სახლი,სადაც წყალი “მატორზე” მუშაობდა.ზუსტად ერთი წელი ვეჩვეოდი ონკანის მოშვებამდე მატორის ღილაკის ჩართვას. ისედაც ნალექიან ქალაქში ყოველი წვიმა ტბორავდა ქუჩებს,ითიშებოდა დენი და სრული კოშმარი იყო გამოდარებამდე.სანიაღვრე სისტემის არ ქონა ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდიდა ონკანის წყლის მოხმარებას.
რა სკოლა,რის პირობები…ერთი ქუჩის კომფორტით ცხოვრობდა ქალაქი…
ჩავედი და მანამდე ჩემთვის უცნობი კაცი უცნაური ზარებით მაღვიძებდა.არც გამარჯობა იცოდა და არც მობოდიშება, უდროო დროს დარეკვისთვის.
-ეკა,ძვირფასო,დღეს უნდა დაეწყოთ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ფილების დაგება,იქნებ ნახო რამდენი მწკრივი დააგეს?
ეს ხდებოდა დილის 5 საათზე.ზოგჯერ უფრო გვიან,ზოგჯერ უფრო ადრე..დაბნეული ვერც ვიგებდი რას მეკითხებოდა.ჩემ თავს ვუმეორებდი კითხვას,საწოლიდან ნახევრად მძინარე ვდგებოდი და მივდიოდი იმ კონკრეტული ობიექტის სანახავად,რაც მას აინტერესებდა.თუ მისი მოთხოვნის ტემპს აკმაყოფილებდა ნანახი,ასევე ნახვამდის და ბოდიშის გარეშე თიშავდა ყურმილს .თუ რეზილტატი არ მოეწონებოდა,ვინც ეს არ იცის,ამის გამოცდას არ ვუსურვებ..ყურმილში უკვე მესმოდა იმ ვიღაცისთვის უბედურების მაუწყებელი განგაში.
ვალმოხდილი ამოვისუნთქავდი და აი,რომ გავიფიქრებდი,ახლა ალბათ უნდა ეძინოს და მეც მეშველათქო,ისევ ზარი-ხო არ გძინავს? ამას ისე გკითხავდა,მართლა მერიდებოდა დილის 6 სთ ზე მეთქვა მძინავსთქო..არა,რა სისულელეა,გისმენთ,ვპასუხობდი მექანიკურად…ხოდა,შენ მანქანა ხო გყავს?(პასუხი არ აინტერესებს) დილით იქნებ ხულოში გამგებელს შეხვდე და კითხო რა გააკეთა საკურორტო ზონის მშენებლობაზე? იგივე ენთუზიაზმით გავვარდებოდი ხულოში,შუახევში,რა ვიცი ყველგან ,სადაც კომპასი მიმითითებდა .არადა,ჩემ სამსახურს ერქვა-აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს განათლების,კულტურისა მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე 🙂 დღემდე არ ვიცი,ან რა დავალებებით დავდიოდი,ან ის ხალხი რატო მისმენდა …ვიცი ის,რომ ყველა ის შენობა და სილამაზე,რაც აჭარაში გხვდებათ,სწორედ,ასეთი მუშაობის შედეგია.ასეთი გიჟური ტემპით ააშენა ყველა ქალაქი..
ერთ მშვენიერ დღეს გავაცილეთ.კვლავ ამოვისუნთქე და ჩამოვჯექი ყავის დასალევად.გზის ბოლოდან ნაცნობი სილუეტი შევნიშნე,მართლა გული გამისკდა,თავს ვიმშვიდებდი,ხო წავიდა და ეგ არ იქნებათქო..რა სისულელეა,აბა იმხელა ნაბიჯებით სხვა ვინ იქნებოდა…გაახსენდა,რომ მეორე დღეს უცხოელი ინვესტორები ჩამოდიოდნენ და გადაწყვიტა, კონკრეტული ობიექტებით თავად დააეინტერესებინა.აფრენილი თვითმფრინავი დასვა და ისევ სამშენებლო ობიექტს დაუბრუნდა.
ინვესტორების და მიშას ურთიერთობა ცალკე სანახაობა იყო.ისე აწვდიდა ხრიოკ ტერიტორიას,თითქოს ნავთობის ჭაბურღილი იყო და გამოსდიოდა კიდეც.ერთხელ ,ამ ენერგიის შემყურე არაბმა შეიხმა უთხრა,ბ-ნო პრეზიდენტო,მთხოვეთ რაც გინდათ თქვენი დაბადების დღე მსურს ყველაზე სამახსოვრო გავხადოო.რომ ვერც წარმოიდგენთ,მილიარდერ კაცს ის სთხოვა,არც მეტი არც ნაკლები-პალმებიო…კაცი წყობიდან გამოვიდა,მე სერიოზულად მინდა ძვირფასი საჩუქრის გაკეთება და პასუხს ველიო.მიშამაც,მაშინ ორი ქალაქის სამყოფი პალმები თუ შეიძლებაო…ახლა რა პალმებსაც ქუთაისის და ბათუმის ქუჩებში ხედავთ,მიშას დაბადების დღის საჩუქარია…
2012წ არჩევნები რომ წავაგეთ,ბათუმში ჩავიდა.Tea Tsetskhladze ს დავურეკე,როგორ არის,რას აკეთებს,წაგებულ ბათუმში რისთვის ჩამოვიდათქო? არაფერი არ უთქვამს,მანქანაში მარტო ჩაჯდა და ბათუმის ქუჩები შემოიარა,მერე უხმოდ წამოვიდაო…
საქართველოდან წასვლამდე უკანასკნელად ,ისევ მასთან ერთად ვიყავი ბათუმში.განახებ მეორე პიაცა სად მინდა რომ გავაკეთოო.ეს ფოტო ამ დღესაა გადაღებული.მას მერე ბათუმში აღარ ყოფილა,ვიდრე იმ დღემდე,როცა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ არ შედიოდა მის გეგმაში ბათუმში ჩასვლა,მაინც იქ ჩავიდა და პირველად იქიდან შენეხმიანა-რას გავს აქაურობა,ბულვარი რომ უნდა გაეგრძელებინათ სად არისო? 🙂
ისე გამიხარდა მისი დაბრუნება,ბულვარი კი არა,ბათუმის მისამართი აღარ მახსოვდა.
არ დაიჯეროთ,რომ მის თავგანწირვას საქმის კეთების გარდა,კიდევ რამე სხვა მიზეზი აქვს.ვინც ასე არ ხედავს,ის თავის პატარა ჭკუის ვიწრო გადმოსახედიდან ვერ ხედავს სხვას.
მიშას შიმშილობის 24-ე დღეა.თავს გაინადგურებს ,მაგრამ მაინც გააკეთებს…
საათს ვუყურებ,დილის 5:25 წ აჩვენებს.მიშას დროა..მისი შრომის,რეალიზების და ჩვენი ქვეყნისთვის დახარჯვის დროა.
სინდისი მეკითხება-ამ კაცს ციხეში რა უნდა?
პასუხი არ მაქვს,მაგრამ საკმარი სინდისი ნამდვილად მაქვს იმისთვის,რომ მესმოდეს-სიკვდილისგან მიშა ჩემი,შენი,ყოველი ჩვენგანის დასახსნელია. ამას თუ ვერ შევძლებთ,შესაძლოა ბევრ რამეს საქმე დავარქვათ,მაგრამ სინამდვილეში ლაჩრები და უსინდისოები აღმოვჩნდებით.
#თავისუფლებამიშას🇬🇪

კომენტარები
იტვირთება...