ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის

№18 გლდანისი ციხის საავადმყოფოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სანახავდ მისული დეპუტატი არ შეუშვეს, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა “ნაცმოძრაობიდან” ეკა ხერხეულიძემ მედიასთან განაცხადა.

“ჩემი აქ მოსვლის მიზეზი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება. მაქვს საშვი და პისიარის ტესტის პასუხი, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ამ დაწესებულებაში შევიდე. ჩემი მხრიდან არანაირი ბარიერი არ არსებობს, რომ მე დამაყოვნონ, მაგრამ ჩემი მთავარი მცდელობა შესვლის გახლავთ შემდეგი, იცით თქვენ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც მე აქამდე არაერთხელ გავაჟღერე. მას შემდეგ რაც ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის დროს ის მოატყეს, გაიტაცეს რუსთავიდან და გადაიყვანეს გლდანში. თავისთავად უკვე არსებობს დიდი უნდობლობა. რის საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ ექინების შეთავაზებით, ადმინისტრაციის შეთავაზებით ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების მიღებას.

მისი მოთხოვნა შემდეგია – თუკი ასეთი ფაქტის წინაშე დავდგებით, თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია მას უნდა ესწრებოდეს აუცილებლად მისი პირადი ადვოკატები, პირადი ექიმი და ჩვენგან წარმომადგენელი.

მე ვარ აქ მოსული იმისთვის, რომ დღევანდელი შეთავაზება რაც ხელისუფლებისგან მოვისმინე, საერთოდ უმნიშვნელოა მე რა პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტის და რა გარემოება შეუწყობს ამას ხელს. შევეცდები ჩემი პოზიცია გავაცნო და დავარწმუნო ამაში. მაგრამ ეს ადამიანი იბრძვის უკვე 50-ე დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი თავგანწირული ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ მისი პოზიცია ჩვენ ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით.

ძალინ ცუდად იქცევა ადმინისტრაცია, როდესაც აყოვნებს ჩემს იქ შესვლას, იმიტომ რომ ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. რაც მალე მიიღებს მიხეილ სააკაშვილი გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ეს იქნება მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა.

ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, ეყოს გონიერება, ნუღარ შეაფერხებენ ჩემს აქ მოცდას. რაც მალე შევალ მე, მით მალე გადაწყდება ეს საკითხი და მალე გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება გადასვლასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოხდება ისე რომ ჩვენგან წარმომადგენელი არავინ იქნება იქ, მოხდება ისევ მისი ნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ამ საშუალებით გადასვლა ერთი დაწესებულებიდან მეორეში. ამიტომ, არცერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით აქედან არ გადავა, სანამ მისი პოზიცია არ იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. რომელიც იცდის რუსთაველზე და შიმშილობენ. ძალიან გთხოვთ ნუ კარგათ დროს”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

კომენტარები
იტვირთება...