ეკა გიგაური: სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითია ის, რაც სასამართლოში ხდება

ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

“ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო საუბარი სახელმწიფოს მიტაცების საფრთხეზე, რომელიც ჩვენ დავინახეთ ქვეყანაში. იშვიათად ვსაუბრობთ ასეთი ტერმინოლოგიით და ამაზე საუბრობდა ჩვენი სათაო ოფისიც, და ამაზე განცხადებაც გააკეთეს. სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითია ის რაც სასამართლოში ხდება ანუ როგორ უნდა მიიტაცო სასამართლო. არჩევ გარკვეულ პირებს რომლებიც ითვლებიან ან აქვთ შანსი იყვნენ გავლენიანები, რომლებიც შეიძლება მართო იმიტომ წარსულში აქვს ჩადენილი გარკვეული საქმიანობა, რომელზეც შეიძლება მოედავო, მათ შორის სავარაუდოდ დანაშაულიც. ამის შემდეგ ცვლი კანონს რომლითაც აძლიერებ ამ ადამიანებს, აძლევ საშუალებას სისტემიდან გარიყოს ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, დანიშნოს უვადოთ და განამწესოს ის ხალხი, რომლებიც მათთან არის კავშირში და იქნებიან ლოიალურები მათთან, ასევე აკეთებს ყველაფერს რომ გარედან არ შემოვიდეს არავინ სისტემაში“- განაცხადა ეკა გიგაურმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...