ეკა გიგაური: პარტიები დეზინფორმაციას იმისთვისაც იყენებენ, რომ ადამიანები ერთმანეთს დააჯახონ

გასაგებია, რომ ეს დეზინფორმაცია პოლიტიკური პარტიებს სჭირდებათ იმისთვის, რომ მოატყუონ ამომრჩეველი, მაგრამ მე ვფიქრობ ამ საკითხს ამ კუთხიდანაც უნდა შევხედოთ, რა ტიპის პოლიტიკური კულტურა გვაქვს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მინდა ვისაუბრო პოლიტიკურ კულტურაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. როგორც ჩანს პარტიები იყენებენ დეზინფორმაციის საშუალებებს, გარკვეულ ქსელებს და ყალბ ანგარიშებს, რაც არის ცუდი. გასაგებია, რომ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ მოატყუონ ამომრჩეველი, მაგრამ მე ვფიქრობ ამ საკითხს ამ კუთხიდანაც უნდა შევხედოთ, რომ რა ტიპის პოლიტიკური კულტურა გვაქვს. მოტყუებას რომ თავი დავანებოთ, ესენი ამ დეზინფორმაციას იმისთვისაც იყენებენ, რომ ადამიანები ერთმანეთს დააჯახონ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. მათ შორის არის “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდები, ფეისბუქ ანგარიშები, ჯგუფები და ინსტაგრამ ანგარიშები.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად