ეკა გიგაური: ნინო გვენეტაძე მოხსნეს ან აიძულეს გადამდგარიყო

ან აიძულეს გადამდგარიყო, – ასე პასუხობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გადაცემა "რეაქციის" წამყვანის შეკითხვას იმაზე, რომ მისი შეფასებით ნინო გვენეტაძე მოხსნეს?

"შესაძლოა მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ არა მგონია ისეთი პრობლემები ჰქონდეს რომ მან თავის მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლაზე თქვა უარი. არა მარტო "ციანიდის საქმე" არამედ ბევრი გარემოების გამო გადადგა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოში ძალიან ღრმა კრიზისია. წლებია, რაც ვსაუბრობთ რომ იქ კლანური მმართველობაა. რამდენიმე მოსამართლე ცდილობს და მოახერხა კიდეც რომ სასამართლო თავისი გავლენის ქვეშ მოახდინოს. ისინი წყვეტენ, ვინ გაუშვან და ვინ დააწინაურონ. ისინი ასეთი ძლიერები ვერ იქნებოდნენ მმართველი პარტიით რომ არ ჰქონდეთ ზურგი გამაგრებული. ქალბატონი ნინო მთელი ამ პერიოდი განმავლობაში იგნორირებული იყო და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ მის პრეტენზიებსაც ყურადღებას არ აქცევდნენ. ხშირად ვსაუბრობდით, როცა თეა წულუკიანი მოსამართლეებს დახურულ კარს მიღმა ხვდებოდა და ქალბატონი ნინო არ იყო ხოლმე მიწვეული. ეს ხომ პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არაფერს წარმოადგენდა", – განაცხადა გიგაურმა. 

კითხვაზე მოხსნეს? უთხრეს რომ უნდა წასულიყო? – პასუხობს: "ან აიძულეს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად