ეკა გიგაური: მოლაპარაკებას ხელს შეუშლის ის ქმედებები, რაც აქციაზე პოლიციის მხრიდან ვნახეთ

ასე შეაფასა ტვ „პირველის” ეთერში „გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაძლო დიალოგი.

„გვესმის, რომ მოლაპარაკებები როცა დაიწყება ყველას ექნება თავისი მოთხოვნა. მოლაპარაკებას ხელს შეუშლის ის ქმედებები, რაც აქციაზე პოლიციის მხრიდან ვნახეთ, როცა გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე ის რიტორიკა, რაც ჩვენ გვესმის მმართველი გუნდის მხრიდან ვფიქრობ წყალს შეუყენებს ამ დიალოგს. თუმცა მგონია, რომ ამის მცდელობა უნდა იყოს, დავიტოვოთ იმედი, რომ მოლაპარაკებას შესაძლოა კონკრეტული შედეგებიც მოყვეს”, – განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად