ეკა გიგაური: მნიშვნელოვანია, რომ სანამ მაღალჩინოსნები განცხადებებს გააკეთებენ ისინიც დაელოდონ გამოძიებას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ტვ „პირველის” ეთერში გამოეხმაურა.

„აგრესიული ტონი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციასთან მიმართებაში მმართველი პარტიის მხრიდან, შემდეგ ეს უკვე გადადის დაბალ დონეზე და იქ ხდება დაპირისპირებები.
ძალიან ბევრ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულია ხოლმე, მაგრამ აქ მთავარი მაჩვენებელი არის ის რა რეაგირება აქვს საგამოძიებო ორგანოებს, რამდენად სწრაფი და ეფექტურია ის. პრობლემაა რომ მაღალი თანამდებობის პირები და პარტია ავრცელებს განცხადებას და საუბრობს იმის შესახებ, თუ რაში იყო საქმე, თითქოს დაადგინეს ფაქტები. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანოები ამ განცხადებებით, ფაქტობრივად მიმართულებას აძლევენ საგამოძიებო უწყებებს თუ რა მიმართულებით წაიყვანონ გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ სანამ მაღალჩინოსნები განცხადებებს გააკეთებენ ისინიც დაელოდონ გამოძიებას. გამოძიებას თვითონ ხელისუფლება არ ელოდება და ჩვენ გვეუბნებიან რომ დაველოდოთ”, – განაცხადა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად