ეკა გიგაური: 6 წელია “ოცნება” მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს

ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური Facebook-ში წერს:

“მურუსიძე რომ ასე უტიფრად ელაპარაკება ქართულ საზოგადოებას ვისი ბრალია? 6 წელია ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ მურუსიძის და ჩინჩალაძის კლანი გაძლიერდეს სასამართლოში. და ახლა აღშფოთდნენ? არასამთავრობო სექტორი, რომ ებრძოდა მათ ყველა ხელისუფლების პირობებში ეს რა თქმა უნდა დაავიწყდათ. ჩვენ ვამბობდით, რომ მურუსიძეები უფრო გაძლიერდებიან და ასეც მოხდა. ახლა ამათ რომ არ მოელაპარაკონ სასამართლოში ამ კლანს შეუძლია ხელოვნურად სხვადასხვა ნეგატიური პროცესები განავითარონ.

რატომ? იმიტომ, რომ კლანის ხელშია ყველა ბერკეტი. ერთადერთი გამოსავალი სასამართლოს შიგნით ამ უსინდისო კლანის მოცილებაა და აქამდე მიღებული კანონების შეცვლაა, რითაც ძალაუფლებას გამოაცლი ხელიდან ნებისმიერ ჯგუფს ვინც შეიძლება სასამართლოს სიტემაში გაძლიერდეს. ამასთან მნიშვნელოვანია შიდა ბალანსის სისტემის შექმნა”, – წერს ეკა გიგაური Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად