ეკა ბეჟანიშვილის დედა: არა მგონია ტელეფონზე დაკავება იყო და იმიტომ ვერ დამიკავშირდნენ… არა უშავს

ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედამ ლალი ყანჩაველმა განაცხადა.

“არა მგონია, რომ ტელეფონზე დაკავება ყოფილიყო. იმიტომ, რომ მე ისეთი არავინ არ მირეკავდა. თუ მირეკავდნენ ჟურნალისტები. არა უშავს, არაფერი არ არის, რას იზამ.

შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მას ხომ ჰყავს მრჩევლები. ან უნდა ევრაჯიშა”… – ამბობს ყანჩაველი.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს დაფასებულები არიან დღეს 9 აპრილის გმირები? – პასუხობს:  “არა მგონია”.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის რეზიდენციაში 9 აპრილიდან 30 წლისთავზე ლალი ყანჩაველი არ მიიწვიეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ვერ დაუკავშირდნენ. ტელეფონზე დარეკვისას დაკავება ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...