ეკა ბესელიას უმრავლესობიდან წასვლის გამო პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ მუშაობს

პარლამენტის თავდაცვისას და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მისი კომიტეტის ფარგლებში შექმნილი ნდობის ჯგუფი ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს.

ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ ნდობის ჯგუფის მუშაობის შეფერხების მიზეზი გახდა ეკა ბესელიას საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა უმცირესობის დაშლა.

“მას შემდეგ, რაც უმცირესობა აღარ არის პარლამენტში და ეკა ბესელიამ, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრი იყო, უმრავლესობა დატოვა. ნდობის ჯგუფი ამ მიზეზით არ მუშაობს. რა თქმა უნდა, უმრავლესობას შეუძლია, დარჩენილ წევრებს შეუძლიათ, ჩაატარონ, მაგრამ ალბათ არ იქნება დემოკრატიის ადეკვატური ხარისხი, როდესაც მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ატარებენ ნდობის ჯგუფის შეხვედრას. ამიტომ მე, როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელს, შეჩერებული მქონდა ეს პროცესი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში მყოფ შესაბამის სუბიექტებს მოუწოდა, ჯგუფის წევრობის კანდიდატურები წარადგინონ.

“მინდა, მივმართო საპარლამენტო სუბიექტებს, ოპოზიციაში მყოფ ან დამოუკიდებელ დეპუტატებსაც, თავიანთი კანდიდატები წარმოადგინონ რეგლამენტის შესაბამისად, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანომ მუშაობა და ფუნქციონირება შეძლოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად