ეკა ბესელიამ ქობულეთში საარჩევნო შტაბი გახსნა

ქობულეთში, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ, პარტიის თანაგუნდელებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პირველი საარჩევნო შტაბი ოფიციალურდ გახსნა.

საარჩევნო შტაბის გახსნაზე, პარტიის ლიდერმა, კახა ცეცხლაძე წარადგინა, რომელიც უხელმძღვანელებს ქობულეთში პარტიის შტაბს.

პარტიის თანაგუნდელებს, “პარტის სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთვის მთავარია სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში, დამოუკიდებლობა და დარღვეული უფლებების აღდგენა მოსახლეობისთვი.

პარტიაში ყველასთვის ნაცნობი და ახალი სახეები არიან გაერთიანებული. “პარტია სამართლიანობისთვის”, 19-20 აგვისტოს, ბათუმსა და ოზურგეთში გახსნის პარტიის საარჩევნო შტაბებს.

პარტია, აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად წარადგენს, საარჩევნო სიას და მათშორის მაჟორიტარობის კანდიდატებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად