ეკა ბესელიამ პარლამენტს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების კანონპროექტი წარუდგინა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესლია ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და წარმოადგნა ცვლილებები, რომელიც უნდა განხორციელდეს “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში.

როგორც ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები უნდა შეეხოს მოსამართლეების არჩევის წესს და უნდა შეიცვალოს ის პროცედურა, რომელიც ბოლო ცვლილებებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

ეკე ბესლიას თქმით,  რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა ბოლო რეზოლუციაში ძალიან კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ძალიან ცუდი ცვლილებებით, რომლითაც არ იყო გაზიარებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, ამ ცვლილებების შედეგად, მოსმართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართა ცუდად.

“ძალიან კრიტიკულად იყო შეფასებული ეს პროცესი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციით. ასევე აშშ-ის საელჩოს, ევროსაბჭოს, ეუთო/ოდირის შეფასებებით და დასკვნებით ნეგატიურად შეფასდა ეს პროცესი, რომელიც წარმართა საქართველოს პარლამენტმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და გაკრიტიკებული იქნა როგორც მოსამართლეების შერჩევის პროცესი,ა სევე კანონი, რომელიც მიიღო პარლამენტმა ბოლოს სასამართლეობის შესახებ და ეხებოდა მოსამართლეების არჩევის წესს. ამის შემდეგ მმართველი პარტია უნდა დაფიქრებულიყო და გაეანალიზებინა, რომ აუცილებელია, შეიცვალოს ის ცუდი კანონი ახალი ცვლილებით, რომლითაც გაზიარებული იქნებოდა ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროფესიული რეკომენდაციები”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, რადგან მმართველი გუნდის მზრიდან არ მოხდა ახალი ინიციატივის შემოტანა, ამიტომ მეორედ აყენებს პარლამენტს და უმრავლესობას ამ ფაქტის წინაშე. და სთავაზობს მის მიერ ერთხელ უკვე ინიცირებული კანონპროექტს მცირე ცვლილებით.

“დღეს ინიცირებულ კანონპროექტში იცვებლა შემდეგი წესი: 1. იუსტიციის საბჭოს ექნება ვალდებულება, ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი დაყველა ასეთი კანდიდატი დასაბუტებული გადაწყვეტილებით და კენჭისყრით წარედგინოს პარლამენტს. 2. გათვალსწინებულია მოთხოვნა, რომ უნდა იყოს გადაწყვეტილება დასაბუთებული. 3. უარის თქმის შემთხვევაში, კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაცვრების უფლება. მთავარი პრინციპი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს ე.წ. გრძელი სიის პრინციპით წარედგინება, რაც იმას ნიშნავს რომ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა ფართო არცევანი ჰქონდეს და მეტი კანდიდატის განხილვის შესაძლებლობა, რომ მათ შორის ამორჩეული იყოს საუკეთესო” -განაცხადა ეკა ბესელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად