ეკა ბესელია: ველოდებით უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტს… საცოდავი სანახავია ეს პარლამენტი

ველოდებით უზენაესის მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტს… საცოდავი სანახავია ეს პარლამენტი, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ასოციალურ ქსელში წერს:

“არ ვიცი რა სიტყვებით გადმოვცე ის რაც ხდება ახლა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში: მთელი დღეა ველოდებით რაღაცას… და რა არის ეს რაღაც? არც მეტი არც ნაკლები ახალი კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის თაობაზე. ვინ და სად წერს ამ ტექსტს არავინ იცის და არც არავინ იცის რა წერია, მაგრამ კენჭი უნდა უყარონ წაუკითხავად, ბრმად იმ კანონს , რომელმაც დაშალა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა…
საცოდავი სანახავია ეს პარლამენტი ახლა მე კი ვარ აქ და ,,ვდარაჯობ ” ამ უბედურებას…” – წერს ეკა ბესელია Facebook-ში.
შეგახსენებთ,

პლენარულ სხდომაზე განიხილება კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად