ეკა ბესელია: უზენაესის მოსამართლეების კენჭისყრა ისევ შეცვალეს და ერთი დღით გადაწიეს

უზენაესის მოსამართლეების კენჭისყრა ისევ შეცვალეს და ერთი დღით გადაწიეს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

“სრული ქაოსია იურიდიულ კომიტეტში: ისევ შეცვალეს კენჭისყრის დღე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და ნაცვლად 11 დეკემბრისა , კენჭისყრა დაინიშნა 12 დეკემბერს 9.30 სთ”, – წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, იქამდე ცნობილი იყო, რომ კენჭისრა 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამასთან დაკავშირებით, დღეს ეკა ბესელიამ აქციაც დაანონსა. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საგანგებოდ მიმართავს საზოგადოებას, რომ 11 დეკემბერს, დილის 10-ის ნახევარზე, პარლამენტის შენობის წინ მივიდეს ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი და გამოხატოს მძლავრი პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად