ეკა ბესელია: უპასუხისმგებლოდ რომ  გადაითარეშებენ რეგლამენტზე და მერე ქირქილებენ, ასეთი ადამიანების ადგილი პარლამენტში არ არის

„იცით, რომ ახლა პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიშის მოსმენაა და ძალიან უხერხულია და თქვენგან ნამდვილად ძალიან მიკვირს რეგლამენტის ასეთი უხეში დარღვევა. იცით, რომ არ შეიძლება, როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს, როდესაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, გთხოვთ, შეწყვიტოთ სხდომა, როდესაც პლენარული სხდომა დამთავრდება, რეგლამენტის წესების დაცვით განიხილეთ შემდეგ კომიტეტზე ეს იქნება ღამით, თუ ეს იქნება დილას. ეს არ შეიძლება ახლა რაც აქ ხდება“.

ამის შესახებ ეკა ბესელიამ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და კომიტეტის თავმჯდომარეს შეხასენა, რომ აღნიშნული ქმედება არის რეგლამენტის უხეში დარღვევა. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში ისმინება.

“რეგლამენტში რომ არ ეწეროს, ელემენტარულად პატივი უნდა სცეს, დარბაზში უნდა იყოს დეპუტატი, უსმენდეს და ნახევარი პარლამენტი კომიტეტზე შეიკრიბა, სადაც განცხადების გაკეთება მომიწია. იმედია, აუდიტორსაც არ ეტყვიან, მიბრძანდი ახლა აქედან, რადგან კომიტეტში განსახილველი საკითხი უფრო საჩქაროაო. პატივი ვცეთ პარლამენტს და რეგლამენტს. ძალიან ცუდად გამოიყირება პარლამენტი და მე გული მიკვდება, იმიტომ, რომ 6 წელი ამ პარლამენტში 24 საათი ვმუშობდი იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი ყოფილიყო ძლიერი. ბევრი შრომა მაქვს ამაში პირადად ჩადებული და მენანება, რასაც ვუყურებ. უპასუხისმგებლო ადამიანები რომ გადაითარეშებენ და გადაირბენენ რეგლამენტზე და მერე ქირქილებენ, ასეთი ადამიანების ადგილი ამ პარლამენტში არ არის. იმედი მაქვს, რომ 2020 არჩევნების შემდეგ პარლამენტი უფრო პასუხისმგებლიანი გახდება” -განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა გაგა კახიანმა, ეკა ბესელიას დაუდასტურა, რომ პლენარული სხდომის პარალელურად კომიტეტის სხდომის ჩატარების პრაქტიკა პარლამენტში არ არსებობს.

“დიახ ჩვენ ასეთი პრაქტიკა გვაქვს პარლამენტში, რომ პლენარული სხდომის პარალელურად კომიტეტის სხდომებს არ ვატარებთ და შესაბამისად, კომიტეტის სხდომა ჩატარდება მას შემდეგ, რაც დასრულდება პლენარული სხდომა”-განაცხადა გაგა კახიანმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად