ეკა ბესელია: ცვლილებები პირდაპირ მიმართულია დღეს მმართველი პარტიის ძალაუფლების გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის

“მმართველობითი კრიზისის გამოხატულებაა, რომ ერთ დღეს მსჯელობენ მხოლოდ პრემიერის შეცვლაზე და იმავე დღეს არ იცის უმრავლესობამ მთავრობაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს”.

ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის”​ ლიდერმა, ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა და მოსახლეობას განცდა არ აქვს, რომ მას ჰყავს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობა.

„ამ ყველაფერში მე ვხედავ მმართველობითი სისტემის კრიზისს. გადაწყვეტილებები, რომელიც ასე ხშირად მიიღება მთავრობის მეთაურის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს მეტყველებს არასტაბილურობაზე და იმ საპროგრამო გეგმის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რასაც პარლამენტი ამტკიცებს სამთავრობო გუნდთან ერთად. მმართველობითი კრიზისის გამოხატულებაა ისიც, რომ ერთ დღეს მსჯელობენ მხოლოდ პრემიერის შეცვლაზე და იმავე დღეს არ იცის უმრავლესობამ მთავრობაში რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს. ამით იკითხება, რომ ვერ შედგა სისტემა, რომელმაც უნდა მართოს საიმედოდ და მყარად ქვეყანა და მოსახლეობას განცდა არ აქვს, რომ მას ჰყავს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობის მატარებელი მთავრობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესეილიას შეფასებით, ცვლილებები მმართველი პარტიის ძალაუფლების გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის არის მიმართული.

„ეს ცვლილებები პირდაპირ მიმართულია დღეს მმართველი პარტიის ძალაუფლების გაძლიერების ან შენარჩუნებისთვის. გაძლიერება რამდენად გამოუვათ ცალკე საკითხია და შორს ვარ ამ აზრისგან. ეს არ არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, იმ უკეთესი რეალობის შესაქმნელად, რაც აუცილებელია. დღეს არის უმძიმესი რეალობა, ამიტომ მოსალოდნელი ცვლილებები, მაინც ეხმიანება იმ რთული პოლიტიკური კრიზისიდან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას, რომელშიც იმყოფება მმართველი პარტია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ვარაუდით,  პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევანი გიორგი გახარიაზე შეჩერდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად