ეკა ბესელია: წამქეზებელი ამ ძალადობის იყო პრემიერი და კობახიძე! – ეს იყო ცრუ პატრიოტიზმს და ზიზღს ამოფარებული ხელისუფლების წახალისებული ძალადობა

“24 წელია მრევლი ვარ და მოძღვარი მყავს, არასოდეს მივიდოდი და არ გავჩერდებოდი ისეთ სასულიერო პირთან , რომელიც ამგვარ ძალადობას გაამართლებდა …. ჩვენი რელიგია არ არის სიძულვილის და აგრესიის, შეუწყნარებლობის და ძალადობის მატარებელი! ჩვენი რწმენა ვერ იტევს ამ სიძულვილს რაც ვნახეთ და ვინც არ უნდა იყოს , რა იერარქიის- თუკი ამართლებს ამ ძალადობას – მოძალადეა!”

ამის შსახებ პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ძაალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

“არ მახსოვს ბოლოს როდის გამიჭირდა რამის დაწერა… სიტყვებმა დაკარგა აზრი და შინაგანად დავკარგე ყველა ის ადამიანი , ვინც ცდილობს რაიმე არგუმენტით (ხშირად მორალის დამცველის სახელით) გაამართლოს ძალადობა! ნუ ვუმტკიცებთ ნურც ერთმანეთს და ნურც სხვებს როგორები ვართ, ეს ყველაზე უკეთ ჩანს – როგორ ვიქცევით!

სად იყო დღეს სახელმწიფო? სად იყო დღეს ადამიანის უფლებების და მისი სიცოცხლის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებები? სად იყვნენ ამ სისასტიკის, ძალადობის , დარბევის, სიმხეცის დროს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარეები, მინისტრები?? როგორ შეიძლება ამ სისასტიკის გამართლება? ვინ არის ეს ხალხი ვინც ქრისტეს და მორალის სახელით ძალადობს სხვა ადამიანზე , ვინც არ მოწონს? ასეთი მოძალადეები ყველაზე მეტად ძალადობენ საკუთარ დედაზე, შვილზე, ოჯახზე…ყველაზე იოალად გადააბიჯებენ მორალს ….

რას ვუმტკიცებთ ერთმანეთს? რომ ქვეყნის კონსტიტუცია დასაცავია თუ არა? 100 წლის წინ ჩაიწერა ჩვენს კონსტიტუციაში , რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რომ ჩაგვრა არანაირი ნიშნით არ შეიძლება … მოგწონს? არ მოგწონს? შეგიძლია ეს თქვა , მაგრამ არ მოგწონს ვიღაცის ან გარეგნობა ამ ცხოვრების წესი – ამის გამო რა უფლება გაქვს იძალადო??? და აქვე არ შემიძლია არ ვთქვა , რომ ის სასულიერო პირი , რომელიც კომბლით ან რაიმე საგნით ცდილობს ვინც არ მოწონს იძალადოს მის მიმართ, ორმაგად დასაგმობი და მიუღებელია.

24 წელია მრევლი ვარ და მოძღვარი მყავს, არასოდეს მივიდოდი და არ გავჩერდებოდი ისეთ სასულიერო პირთან , რომელიც ამგვარ ძალადობას გაამართლებდა …. ჩვენი რელიგია არ არის სიძულვილის და აგრესიის, შეუწყნარებლობის და ძალადობის მატარებელი! ჩვენი რწმენა ვერ იტევს ამ სიძულვილს რაც ვნახეთ და ვინც არ უნდა იყოს , რა იერარქიის- თუკი ამართლებს ამ ძალადობას – მოძალადეა!

მე არ მჯერა , რომ ჩვენი პატრიარქი მოიწონებს იმას ,რაც ხდებოდა გუშინ თბილისის ქუჩებში! მე არ მჯერა , რომ პატრიარქი ძალადობის მხარეს დადგება ოდესმე , რადგან პირადად ვიცი მისი დიდი სიყვარულისა და ტოლერანტობის ძალა! არაფერი საერთო უფლის და სამშობლოს დაცვასთან არა აქვს იმას, რაც ხდებოდა 5 ივლისს! ეს იყო ცრუ პატრიოტიზმს და ზიზღს ამოფარებული ხელისუფლების წახალისებული ძალადობა ! ვიცნობ მათ და არაფერი საერთო არა აქვთ არც ქვეყნის და არც უფლის სიყვარულთან.. .. წამქეზებელი ამ ძალადობის იყო პრემიერი და პარტიის თავ -რე კობახიძე! ეს იყო დანაშაული და ეს იყო ზიანი , რომელიც მათ მიაყენეს ადამიანებს და ქვეყანას მთლიანად! განუკითხაობა და ქაოსი დაუშვა ხელისუფლებამ და ქუჩაში გამოუშვა სახიფათო მოძალადეები , რომელთათვის სულერთი იყო ვის ცემდნენ…. კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა მედიას და ჟურნალისტებს ! დავემშვიდობები ყველა იმ ადამიანს , ვინც ამართლებს ამ ველურობას და ძალადობას !!! სამშობლოს და უფლის სიყვარული არ თავსდება ამ ველურობასთან და ძალადობასთან რაც ვნახეთ !!!

კომენტარები
იტვირთება...