ეკა ბესელია: თქვენ გადაასწარით ამ სისაძაგლეში წინა რეჟიმსაც “ქართულო ოცნებავ!”

“ვინც ამას ამართლებთ და თვალს ხუჭავთ, მერე ამაყად დაწერთ, რომ უნდა აირჩიოთ ეს უღირსი ხელისუფლება – ჩემთვის ერთნაირები ხართ!” – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, სადაც გასაჯაროებულ ფარულ მიყურადებაზე გასაჯაროებულ ფაილებს ეხმაურება.

ცუდად დაასრულებთ ქართული ოცნება / Georgian Dream იმაზე უფრო ცუდად ვიდრე წინამორბედი … უფრო ცუდად იმიტომაც, რომ ეს უკვე გავიარეთ ყველამ ვინც ვიბრძოლეთ წინა უსამართლო ხელისუფლების შესაცვლელად და არავინ მოითმენს იგივე უმსგავსობას და უკანონობას ! ვერ ისწავლეთ , რომ ამას არ პატიობენ და არ ითმენენ! თქვენ გადაასწარით ამ სისაძაგლეში წინა რეჟიმსაც ქართულო ოცნებავ!!! ვინც ამას ამართლებთ და თვალს ხუჭავთ, მერე ამაყად დაწერთ, რომ უნდა აირჩიოთ ეს უღირსი ხელისუფლება – ჩემთვის ერთნაირები ხართ!!!” -წერს ეკა ბესელია.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარები
იტვირთება...