ეკა ბესელია: თავისუფალმა სასამართლომ უნდა აიძულოს პროკურატურა, რომ “შეკერილი” საქმეები არ მიიტანოს სასამართლოში

თავისუფალმა სასამართლომ უნდა აიძულოს პროკურატურა, რომ “შეკერილი” საქმეები არ მიიტანოს სასამართლოში, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

_ რაც შეეხება შსს-ს და პროკურატურას? ამ მიმართულებით რა რეფორმების საჭიროებას ხედავთ?

_ როდესაც სასამართლო ხდება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გუნდისგან დისტანცირებული, მოსამართლეები აიძულებენ პროკურორებს და გამომძიებლებს, რომ კანონის სტანდარტით იმუშავონ. როდესაც პროკურორმა იცის, რომ როდესაც ის საქმეს წაიღებს სასამართლოში, მიუხედავად იმისა რა ხარისხისაა ის, ამისთვის მას არავინ აკრიტიკებს და ამისთვის პასუხს არ სთხოვს, რაც სასამართლოს ფუნქციაა. ეს ბუნებრივია მას აძლევს მაქსიმალურ შესაძლებლობას. ამიტომ, პროკურატურას კანონით ისედაც უწერია, რომ ის დამოუკიდებელია. მე ვიყავი ამის ინიციატორი და ჩვენ ის გავხადეთ თავისუფალი, მაგრამ ამის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ნება. ამას სჭირდება თავისუფალი სასამართლო, რომელიც სწორედ ამას აიძულებს პროკურატურას, რომ შეკერილი საქმეები კი არ მიიტანოს სასამართლოში, არამედ გამართული და იმ სტანდარტის, რომელსაც მას კონსტიტუცია სთხოვს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად