ეკა ბესელია: თამარ ჩუგოშვილი ვერ არის გამბედავი, მისი პოზიცია დღეს კომპრომისულია

“თამარს [ჩუგოშვილს] კი ჰგონია, რომ ძალიან გამბედავია, მაგრამ ვერ არის გამბედავი. მე არ გავკიცხავ იმისთვის, რომ ვერ არის გამბედავი, მაგრამ ვერ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

ბესელიას თქმით, ჩუგოშვილს საერთაშორისო საზოგადოების ენა კარგად ესმის და გაეცნოს იმ დასკვნებს, სადაც ეს პროცესი მწვავედ არის გაკრიტიკებული.

“ახლა რაც არ უნდა, უნდოდეს რომ ასეთი იყოს, ორ სკამზე ვერ იჯდები. ან უნდა იყო პრინციპული, ან არ უნდა იყო. ან უნდა შეელიო კომფორტს და დადგე ამ პოზიციაზე, ან არა. თან არ შეელიო და თან არ გინდა, რომ გაკრიტიკონ, ასე არ გამოვა. ვიმეორებ, არ ვკიცხავ, მაგრამ სახელს ვარქმევ. მისი პოზიცია დღეს არის კომპრომისული პოზიცია. ეს დიდი ხანია ჩანს, ახლა არ გამოჩენილა. დეტალებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვერც ამას ვერ იტყოდა. თუმცა თქვა, რომ შეხვედრა იყო, სადაც ვიყავით სამივე [ბიძინა ივანიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია], თუმცა მოინდომა თითქოს განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა. არაფერი, მასაც ჰქონდა კრიტიკული პოზიცია. სახელს და გვარს ვეუბნებოდი ივანიშვილს მოსამართლეების და ბიოგრაფიებს ვუყვებოდი, არ იცოდა მან მოსამართლეების ბიოგრაფიები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, თუ ჩუგოშვილს ჰგონია, რომ პროცესი სწორად მიდის, როცა იუსტიციის საბჭოს ცუდი საკანონმდებლო ცვლილებებით მისცეს ბერკეტი, მოსწონდეს.

“ყოველგვარი დასაბუთების გარეშე რომ შეარჩია საბჭომ კანდიდატები და მივიღეთ 20 ცუდი კანდიდატი ეს თუ მოსწონს თამარ ჩუგოშვილს, მშვიდობაში. საერთაშორისო საზოგადოებიდან ყველამ რომ გააკრიტიკა – ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭომ. ახლა გამოაქვეყნა ევროსაბჭომ კრიტიკული მოსაზრება არ კითხულობს? ჩემზე უკეთესად იცის კითხვა და მგონია, რომ კარგად ესმის მათი ენა. ამერიკის ელჩის და ევროკავშირის ელჩის კრიტიკული განცხადებები გახსოვთ. ყველამ უმწვავესად გააკრიტიკა ეს პროცესი. ჩუგოშვილს თუ მოსწონს, მოსწონდეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად