ეკა ბესელია: სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ძალადობის გარემო გააძლიერა

სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ძალადობის გარემო გააძლიერა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია სიციალურ ქსელში წერს:

“დღეს სასამართლომ ვახო სანაიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, ძალადობის და აგრესიის წამახალისებელი გარემო გააძლიერა!
ვითარების და არსებული რეალობის გათვალისწინებით ეს ქმნის კიდევ უფრო სახიფათო პრეცედენტს.
მოსამართლეს უნდა ესმოდეს რომ ისიც ამ აგრესიული სოციუმის ნაწილი ხდება და როგორც ერთ ერთი ავტორი – განუზომლად დიდ ტვირთს ატარებს!!!” – წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ვადის ამოწურვის გამო, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ.

ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ თავს. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად ის 26 თებერვალს ცნეს.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი – ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ.

კომენტარები
იტვირთება...