ეკა ბესელია: სააკაშვილს პრემიერად მხარს არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ, სხვა კანდიდატებიც არ მომწონს

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ საუბრობს იმაზე თუ ვისთან ერთად წარმოუდგენია კოლაიცია. ამბობს, რომ 31 ოქტომბერს გადაწყდება როგორი კოალიცია იქნება.

როგორ მან “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, თავს ხედავს ისეთი ტიპის კოალიციაში, რომელსაც შეუძლია მართლმსაჯულების რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე.

ეკა ბესელიასთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს დღეს გვიან საღამოს შევთავაზებთ, იქამდე გთავაზობთ ინტერვიუდან ამ მონაკვეთს:

_ სად წარმოგიდგენიათ თავი, კოალიციას შექმნით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თუ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილთან ერთად ისევ გიხილოთ, ამჯერად კოალიციაში?

_ მე ამ საკითხზე ჯერ არ ვსაუბრობ. ჯერ დაველოდოთ, როგორი იქნება არჩევნების შედეგები და როგორ დალაგდება ახალი კონფიგურაცია. მე ჩემ თავს ვხედავ ისეთი ტიპის კოალიციაში, რომელსაც სწორედ ეს პრიორიტეტები აქვს. რომელსაც შეუძლია მართლმსაჯულების რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე. თუ დავიჯერებ, რომ ამისთვის პოლიტიკური პარტიები მზად არიან, მათთან თანამშრომლობა შემიძლია, რაც გულისხმობს თემატურ თანამშრომლობას. ამიტომ, როგორი კოალიცია იქნება, ვის რა მანდატი ექნება ხალხმა გადაწყვიტოს და მერე შეგვეძლება ვილაპარაკოთ ამაზე, რომ ვიქნები კოალიციაში თუ არა.

_ შესაძლოა დამოუკიდებლად იყოთ?

_ ვნახოთ რა მოხდება 31 ოქტომბერს.

_ არც ის გაქვთ გადაწყვეტილი, ვის დაუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე?

_ არა.

_ სააკაშვილს თუ დაუჭერდით მხარს?

_ რა თქმა უნდა, არა. არავითარ შემთხვევაში.

_ ვინც არიან დასახელებულები პრემიერობის კანდიდატებად, მათგან არავის არ დაუჭერთ მხარს?

_ არა, არცერთი მომწონს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად