ეკა ბესელია: როგორც ჩანს, კოვიდის დახმარება მიდის არჩევნებისკენ… უცხოურ ავიაკომპანიას ეხმარებიან და ქართულს არა, რაც შერჩევითობაა

როგორც ჩანს, კოვიდის დახმარება მიდის არჩევნებისკენ. უცხოურ ავიაკომპანიას “ვიზეარს” ეხმარებიან და ქართულს არა, რაც შერჩევითობაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უცხოურ ავიაკომპანიას “ვიზეარს” ეხმარებიან და ქართულს არა, რაც შერჩევითობაა

“ეს არის საინტერესო თემა, როგორ მოქმედებს ხელისუფლება “კოვიდის” პირობებში. ერთნაირად სამართლიანად ეხმარება ყველას, თუ არჩევს ვის უნდა დაეხმაროს? შევხედოთ. ჯერჯერობით დახმარებების დიდი ნაწილი წინ არის. რაღაცა მიზერულად დაეხმარნენ ადამიანებს. როგორც ჩანს ეს მიდის არჩევნების თარიღისკენ. შემოდგომისთვის დაიწყება.

მაგალითად, თუ უნდა დაეხმარონ შიდა წარმოებას ბიზნესს, ხელი შეუწყო იმ ბიზნესს, იმიტომ, რომ ის ასაქმებს ადამიანებს. კითხვა ხომ ჩნდება? როდესაც ეხმარები უცხოურ კომპანიებს, იგივე “ვიზეარს” და ა. შ. რომელსაც სხვათა შორის გადასახადის გადამხდელები უხდიან ფულს. ნუ დაგვავიწყდება, რომ სხვა ქვეყნის ავიაკომპანიაა, რომელსაც მგზავრების დაახლოებით 50% შემოჰყავს და არ ეხმარები ქართულ ავიაკომპანიას. ჩანს არამეგობრული განწყობა შენი კომპანიის მიმართ. ეს მაგალითი მეტყველებს, რომ შერჩევით ეხმარებიან. ამ კითხვას უპასუხონ, რატომ ეხმარებიან უცხოურ ავიაკომპანიას, როდესაც ქართულს არ ეხმარებიან?!” – განაცხადა ეკა ბაესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად