ეკა ბესელია Reformerfitne-ზე: ვინც კანონის თანახმად მოქმედებს, თავად ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს მას, სხვაგვარად ის ხდება კანონდამრღვევი

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია ფიტნესკლუბ Reformerfitness-თან დაკავშირებით, 29 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ესმაურება და აცხადებს, რომ ვინმემ პასუხიმგებელ პირთაგან უნდა ასწავლოს სამართალდამცველებს , რომ როდესაც ტარდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება კერძო დაწესებულებაში, კანონი ითხოვს წარუდგინოს დადგენილება ასეთი მოქმედების ჩატარების ნებართვის თაობაზე.

“ვინმემ პასუხიმგებელ პირთაგან უნდა ასწავლოს სამართალდამცველებს , რომ როდესაც ტარდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება კერძო დაწესებულებაში, კანონი ითხოვს წარუდგინოს დადგენილება ასეთი მოქმედების ჩატარების ნებართვის თაობაზე!
კანონი ითხოვს ასევე დადგენილების გამოტანას დასაბუთებულად!
მის წარდგენას მესაკუთრისა ან მფლობელისთვის!
გასაჩივრების უფლების განმარტებას და ა.შ
დაუშვებელია მოთხოვნისთანავე არ განმარტოს და არ წარუდგინოს პირმა, ვინც ატარებს მსგავს მოქმედებას რის საფუძველზე
და რატომ ატარებს ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებას!
ეს არის მ ი ნ ი მ ა ლ უ რ ი სტანდარტი და კანონის მოთხოვნა !
ვინც კანონის თანახმად მოქმედებს თავად ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს მას!
სხვაგვარად ის ხდება კანონდამრღვევი!
საოცარია, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების განმარტება მიწევს, რასაც ვხედავთ იმ ფონზე”, –  წერს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, ფიტნესკლუბში Reformerfitne სამართალდაცველები დაახლოებით 8 საათისთვის შევიდნენ. მათ შენობიდან ხალხი გაიყვანეს და სპორტული ინვენტარის აღწერა დაიწყეს. ადგილზე მოგვიანებით პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა, რომელმაც ობიექტი ბინად იქირავა. ის შენობიდან პოლიციელების გასვლას ითხოვდა. Reformerfitness შეზღუდვებს არ ემორჩილება და დაჯარიმების მიუხედავად, ფუნქციონირებას აგრძელებს.

როგორც მან ჟურნალისტებს ფიტნესკლუბ Reformerfitness-თან განუცხადა, სამართალდამცველები ამ დრომდე შენობაში რჩებიან, ის კი გარეთ გამოიყვანეს.

“თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ვთხოვდი რაიმე დოკუმენტი წარმოედგინათ, რის საფუძველზეც არ მიშვებდნენ სახლში, ეს დოკუმენტი არ წარმომიდგინეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიყვანეს შენობიდან”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად