ეკა ბესელია: რაც დღეს პარლამენტში ხდება ტრაგიკომედიაა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მისი და გედევან ფოფხაძის მომზადებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

“პარლამენტის უმრავლესობამ დღეს მხარი არ დაუჭირა ჩემი და გედი ფოფხაძის კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ადმინისტრაციული წესით დადებული ჯარიმა გაასაჩივრონ ზემდგომ სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ უკანონოა კანონი, რითიც მათ ეს უფლება წაერთვათ. ჩვენ მოვამზადეთ ახალი პროექტი, რომლითაც დაცვის სამართლიანი გარანტიები შემოგვქონდა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავ-რე (კილაძე) და იურიდიული კომიტეტის თავ-რე(ოხანაშვილი) რომ წინააღმდეგ მიცემს ხმას ამ კანონპროექტს, რომლითაც უნდა მოხდეს მოქალაქეთა უფლებების დაცვა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება -აი ამ ფაქტს რაღა კომენტარი ჭირდება??? ტრაგიკომედიაა დღეს რაც ხდება პარლამენტში”… – წერს ეკა ბესელია Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად