ეკა ბესელია: პოლიტიკოსები დინოზავრებად არ უნდა მოვიხსენიოთ

„არ მგონია, რომ პოლიტიკოსებსა და კოლეგებს ნიანგებად და დინოზავრებად უნდა ვიხსენიებდეთ, უმჯობესი იქნება, უფრო კორექტულად და აკადემიურად ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს“, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას.

ბესელიას თქმით, პოლიტიკოსმა თანამდებობის დატოვების შემდეგ ღირსება უნდა შეინარჩუნოს. 

„განაწყენებული ადამიანი პოლიტიკაში ბევრია. ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი, პოლიტიკოსისთვისაც, და არა მხოლოდ, არის ის, როგორ მიდის ის, ამ წასვლის დროს, საჭიროა, ყველამ შეინარჩუნოს ღირსება. არ მომწონს მამაკაცები როგორც იქცევიან ხოლმე წასვლის შემდეგ, მიბაძონ ქალებს. 

კოალიციის თითოეულმა სუბიექტმა დამოუკიდებლად სცადოს ბედი და მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა, ეს საინტერესო ფორმულაა. ეს გადამეტებული წარმოდგენები საკუთარ შესაძლებლობებზე ვფიქრობ იქნება პასუხგაცემული“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად