ეკა ბესელია: პოლიტიკაში იქამდე დავრჩები, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან

ტყუილად ჰგონიათ, რომ 40 წლით დააკანონეს კლანის მმართველობა, პოლიტიკაში იქამდე დავრჩები სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე გამოსწორებადია, რასაც სჭირდება ბრძოლა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.

გადაიბარეს ეს წარსული? დაიკანონეს ოფიციალურად? პასუხსაც აგებენ ამით. პოლიტიკურად რა თქმა უნდა არჩევნებზე და მორალურად ვერასოდეს ვერ გასწორდებიან წელში. ვერასოდეს ვერ გამოვლენ ამ მორალური ტვირთიდან. ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომ ეს არ არის შემეშალა და იმან მთხოვა. კლანმა გაიმარჯვა კომიტეტზე, კლანმა გაიმარჯვა ქართულ ოცნებაზე.

მე მაქვს განცდა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო მე, ერთ ადამიანს. ხშირად მარტოც დავრჩენილვარ ამ ბრძოლაში. მე პირადად მგონია, რომ ბოლომდე უნდა გავაგრძელო ბრძოლა და ამიტომ დავრჩები პოლიტიკაში. იმდენ ხანს დავრჩები პოლიტიკაში, ვიდრე აი ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან. სულ ტყუილად ჰგონიათ 40 და 45 წლით დააკანონეს კლანის მმართველობა ქვეყანაში. არა! ეს გამოსწორებადია, ამას სჭირდება ბრძოლა და ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად