ეკა ბესელია: „ოცნების“ სპიკერებს შორის ყველაზე ნეგატიური განწყობა კობახიძის მიმართაა

“ოცნების” სპიკერებს შორის ყველაზე ნეგატიური განწყობა კობახიძის მიმართაა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ “პირველებთან” საუბარში თქვა.

“ქართული ოცნების” სპიკერებს რომ გადავხედოთ, ვის აქვს ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი განწყობა, ეს არის ირაკლი კობახიძე. როდესაც “ქართული ოცნება” ლიდერების გარეშე დარჩა, როდესაც მას ასე ღიად გამოუცხადა დისტანცირება ბიძინა ივანიშვილმა, დატოვა გახარიამ და დარჩა ეს გუნდი ამ ადამიანების ამარა, რომელიც არ ასოცირდება “ქართულ ოცნების” ამომრჩეველში წარსულში იმ თავდაპირველი გუნდის შემადგენლობასთან. ამიტომაც დღეს წინა პლანზეა პრემიერი ღარიბაშვილი, რომელსაც მიჰყავს ეს კამპანია და კობახიძე პრაქტიკულად უკან არის.

იმ სამუშაოს შესასრულებლად, ცუდი დავალებების შესასრულებლად მისი როლი სრულიად საკმარისია, სადაც ის ახლა არის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები
იტვირთება...