ეკა ბესელია: ოხანაშვილმა, კობახიძემ, კილაძემ , მათიკაშვილმა და სხვებმა დაანგრიეს პარლამეტიც და პარტიაც!

არც პარტიას გააკარებენ და არც სხვა რამეებს, რასაც ეპოტინებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით წერს.

“არც პარტიას გააკარებენ ( ძალიანაც კი უნდოდა)) და არც სხვა რამეებს რასაც ეპოტინებოდა. მისი პატრონი ჩინჩალაძე რაიმეს მოუფიქრებს, მაგრამ მდინარაძემ კი დაკარგა პატრონი((( ეგონა ისეთი ფალავანი ჰყავდა , რომ ტრაბახობდა ეგ რომ მიუშვა (არ ვასახელებ ვინაობას ) …. ჩამოაგდებს.
თვითონ კი დაენარცხა და მხოლოდ მარცხენა გახდა ამისთვის საკმარისი…
ასეთებმა (ოხანაშვილი, კობახიძე, კილაძე , მათიკაშვილი…) დაანგრიეს და თავდაყირა დააყენეს პარლამეტიც და პარტიაც!
რაც მთავარია ქვეყანა ზიანდება ასეთების სახელმწიფო სადავეებთან მიშვებით.

გვიან მიხვდა ,მაგრამ მაინც ვინც უნდა მიმხვდარიყო, თუმც ზიანია დიდი უკვე მათთვის!

მოკლე დროში შედეგი :
10 კაციანი ბოროტების სია შევაჩერე !
კობახიძე … ზარდიაშვილი…
შემდეგი ვინ იქნება გამოჩდება ცოტა ხანში …
მე ბრძოლას ვაგრძელებ და არასოდეს ვჩერდები შუა გზაზე!” – წერს ეკა ბესელია და თან იმ ნიუსს აზიარებს, სადაც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ვანო ზარდიაშვილის შესახებ ამბობს, რომ მან იცოდა ზარდიაშვილი პარტიას არ ტოვებდა და მისთვის არ უთქვამს, რომ პარტიას აღარ გაეკარებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად