ეკა ბესელია ნუკრი ქანთარიას: შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს, ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად

„ჩემო ნუკრი, შენ და ანრი უფრო უგებთ ერთმანეთს. ერთ ხმასა და ერთ ლექსიკაზე მეტყველებთ. ამიტომ გინდა იმოგზაურეთ და გინდა სხვა რამე აკეთეთ ერთად. ძალიან უკბილო ხუმრობა გამოგივიდა”.

ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას რეპლიკას, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და ეკა ბესელიას ერთობლივად სამოგზაუროდ წასვლა ურჩია.

“რასაც ეს ორი დღეა ბატონი ანრისა და ქალბატონი ეკას პაექრობას ვუყურებ, მიჩნდება აზრი, რომ კარგი იქნება, თუ ორივე ერთად სამოგზაუროდ წავა. იქიდან ალბათ, ან ერთი ჩამოვა, ან ორივე ერთად შეხმატკბილებულები ჩამოვლენ ” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პირბადის წესის შესახებ კანონპროექტის განხილვისას ეკა ბესელიას და ანრი ოხანაშილის კამათის შეფასებისას.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად