ეკა ბესელია ნორვეგიის ელჩს უმრავლესობის დატოვების მიზეზებზე ესაუბრა

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ნორვეგიის ელჩის ინიციატივით გაიმართა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის და მმართველი პარტიის დატოვების მიზეზებს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ განვლილ პერიოდზე და გამოწვევებზე, რაც იყო, მათ შორის, ჩემი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, როდესაც უმრავლესობა და მმართველი პარტია დავტოვე. შეხვედრის დიდი ნაწილი დავუთმეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესს. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს, რა არის ის ყველაზე უკეთესი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას სტაბილურ და პოლიტიკურად მშვიდ ეტაპზე გადაიყვანს.

კმაყოფილი ვარ ამ ინტერესით და მხარდაჭერით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, რადგან საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან დიდი იქნება პოლარიზების საფრთხე და არის იმის დიდი რისკიც, რომ შესაძლებელია არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ განსაკუთრებით, ახალი პოლიტიკური პარტიები თუ ახალი პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად