ეკა ბესელია: “ნაციონალურ მოძრაობასთან” არ ვიქნები არანაირ გაერთიანებაში

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო თემის ირგვლივ გაერთიანდა და არავითარ კოალიციაზე არ არის საუბარი.

„არ გვაქვს არანაირი ერთიანი კოალიციური ფორმატი. ამაზე ყველანი შეთანხმებული ვართ. მე თავშიც მითქვამს, დღესაც ვამბობ და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ, არჩევების წინა დღეს ამას ყველა ერთად ნახავთ.
მე არასდროს არ ვიქნები არანაირ გაერთიანებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან. სააკაშვილის პარტიასთან არავითარ კოალიციას…“ – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვას, ევროპულ საქართველოსთან?
ეკა ბესელიამ ასე უპასუხა:
„ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ახლა გაყოფილი არიან მაგრამ,. წარსულის ძალადობრივ რეჟიმთან ვიცნ ასოცირებულია, ვის წინააღმდეგაც ბევრი წელი ვიბრძოლე, ამ წლებს მე ხაზს ვერ გადავუსვამ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად