ეკა ბესელია: ნატამალი ღირსების არ უნდა გქონდეს, რომ კობახიძის სამასხარაო და სათამაშო გახდე

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლა- არშესვლის საკიტხზე მიმიდინარე პროცესი ახდენს იმ ადამიანების ლუსტრირებას, რომელიც გარიგებაში იყო და არის ხელისუფლებასთან.

ამის შესახებ ეკა ბესელია Facebook -ში წერს:

“მეგობრებო რაც ახლა ხდება პარლამენტში შესვლა -არშესვლის საკითხზე -ძალიან მარტივად მიმდინარეობს იმ ადამიანების ლუსტრირება , რომელიც გარიგებაში იყო და არის ხელისუფლებასთან! კარგად უნდა დააკვირდეს ყველა- პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს, ქმედებებს და არა სიტყვებს (მხოლოდ) .

ყველა პროცესს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ამ მოვლენებსაც აქვს უთუოდ დიდი სიკეთე-რაც იყო დამალული მხარე-ისიც გამოჩდება! გამოჩდება ვინ იყიდებოდა და ვინ ვაჭრობს ხელისუფლებასთან, ვინ არის სანდო და ვინ არა!
პ.ს ისე, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და როგორ ნატამალი ღირსების არ უნდა გქონდეს, რომ კობახიძის სამასხარაო და სათამაშო გახდე”-წერს ეკა ბესელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად