A1 ბანერი

ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხზე საკუთარ ინიციატივას წარმოადგენს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, მომავალი კვირის ბოლოს საკუთარ ხედვას წარმოადგენს, როგორი წესით უნდა მოხდეს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან.

დეპუტატის მოსაზრებით, პირველ რიგში საბჭოს მიერ სიის დასახელება არ უნდა მოხდეს კონსულტაციებისა და კონკურსის გარეშე. ამასთან, უნდა შეიქმნას შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მოქმედმა მოსამართლეებმა, არამედ ადვოკატების, ასევე სამეცნიერო იურიდიული წრეებიდან მოხდეს კანდიდატების დასახელება.

“არ უნდა ჩაიკეტოს ეს სივრცე. კრიტერიუმებში უნდა იყოს გაწერილი, რომ სიის წარმოდგენამდე ცხადდება საბჭოს მიერ კონკურსი და ამ კონკურსში ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. აქ შეგვიძლია დავადგინოთ ისეთი კრიტერიუმები, რომელიც შესაძლებელს გახდის, არა მხოლოდ საბჭოს წევრმა, და აქ მე მგონი ინტერესთა კონფლიქტზეც უნდა ვისაუბროთ, რომ გამოვრიცხოთ, არა მხოლოდ მოქმედმა მოსამართლეებმა, არამედ სხვებმაც დაასახელონ თავისი თავი. უნდა გაიწეროს პროცედურაც”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ამ ცვლილებების პირველადი ვერსია, მომდევნო კვირის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება, რომელსაც თავიდან სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილავენ.

“ეს ის ფორმატია, რომლის ორგანიზება მე 2017 წელს დავიწყე იურიდიულ კომიტეტში, სადაც ჩართულია ხელისუფლების სამივე შტო, ასევე საერთაშორისო პარტნიორები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...