ეკა ბესელია: მოსამართლე გვრიტიშვილი “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთი ჯალათი იყო

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უზენაესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება ასე გაიგო, რომ მან ვარაუდი გამოთქვა, რომ ჩანაწერი ბესელიამ თავად ხომ არ გაავრცელა? – პასუხობს:

“ეს ქვეტექსტი ამას გულისხმობდა. იმაზე უფრო უარესი, ვიდრე ამ მეთოდებით ბრძოლაა. იმაზე უფრო უარესი თუკი შეიძლება ეს ადამიანმა წარმოიდგინოს აი ეს შეიძლებოდა ყოფილიყო. დეტალებში შესვლა არ გვინდა. სახიფათო არის ის, რომ მოსამართლე მართლაც სახიფათო აზროვნების გზავნილით მოდის ეთერში და მოსამართლე შენი პოლიტიკური ოპონენტის ნაცვლად მეორე მხარეს ზის.

“ნაციონალური მოძრაობა” კი არ არის ფიგურალურად, არამედ არის ის მოსამართლე. სხვათა შორის იმ რეჟიმის დროს გვრიტიშვილი იყო ერთ-ერთი ჯალათი, რომლებიც ალბათ დიდი შინაგანი ბედნიერებით ასრულებდნენ პოლიტიკურ დავალებებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია უმრავლესობის იმ წევრების მისამართიც აკეთებს კომენტარს, რომლებიც უზენაესის სიას, მათ შორის დიმიტრი გვრიტიშვილს უჭერდნენ მხარს:

“ამ ადამიანს უჭერდნენ მხარს. ვინც უჭერდა ხომ იცის თავად?! ვინც ამბობდა, რომ კომიტეტის სხდომა შემეძლო ჩამეტარებინა დეკემბრის ბოლო კვირას?! ამ ადამიანებს ამწესებდნენ უზენაეს სასამართლოში უვადოდ. ვიცით გედი ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილის და სხვების რეაქციები, მაგრამ ვსაუბრობ იმაზე, რომ სხვები დადუმდნენ და ხმა არავის ამოუღია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად