ეკა ბესელია: კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ

“კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ. თუ ამ მოდელით მიდის “ქართული ოცნება”, რომ კობახიძის გარდა არავინ დარჩება, რომ სიის სათავეში ჰყავდეს, ეს ნიშნავს სრულ კაპიტულაციას არჩევნებში”.

ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესლიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად შეიძლება ვიხილოთ “ქართული ოცნების” სიის სათავეში ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, „ოცნების“ სიის სათავეში ლოგიკურად, არც გიორგი გახარიას უნდა ველოდოთ, რადგან  როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი

“სრულიად უცხო ადამიანების შემოსვლა პარლამენტში, რომლებიც პარლამენტში ეცნობიან ერთმანეთს, ეს არ არის ნორმალური ვითარება, როგორც წესი, პარტიული ლოგიკა ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან უნდა ხდებოდეს ადამიანების წინ წამოწევა, გარკვეულწილად მოტივაციაა ეს მათთვის და სხვებისთვისაც, რომ საპარლამენტო მუშაობისთვის მოამზადო. ამიტომ იყო 2016 წლის პარლამენტი მუდმივად ნაღმზე მოსიარულეა და სულ ფეთქდებოდა ეს ნაღმები, რადგან არ იყო ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავიანთი ახლობლები, მეგობრები, კურსელები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის. ამ ლოგიკას თუ გაყვება “ქართული ოცნება”, მივიღებთ იგივე სურათს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი, წარმომადგენლობითი და კოალიციური იქნება. იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით – არა, რადგან 20 ივნისის პოლიტიკური სიმძიმე ისეთია, რომ როგორც წესი, არ შეიძლება იყოს მმართველი პარტიის სათავეში პრემიერი, რომელიც იყო შს მინისტრი და მოხდა 20 ივნისი. მე მგონია, რომ ეს ისეთი პოლიტიკური ტვირთია, რომელიც როგორც წესი, ამ შესაძლებლობას გამორიცხავს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას – შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში იყოს, ასე უპასუხა: “ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად