ეკა ბესელია კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის

პარლამენტის დამოკიდებელი დეპუტატი პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. 

ამის შესახებ ეკა ბესელიამ ტვ “ფორმულასთან” განაცხადა და განმარტა, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში პარტია კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად