ეკა ბესელია: ივანიშვილი თუ არ გამოჩნდა, მაშინ ვინ არის “ქართული ოცნება”? არავინ აღარ დარჩა

“იმის  მიუხედავად, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ის მაინც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირდება და მის გარეშე მმართველი პარტია აღარაფერი რჩება.”

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა  ივანიშვილი “ქართული ოცნების” სიის სათავეში აღნოჩნდეს.

“თუ თვითონ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა არ მგონია. იქნება თუ არა, ის ისედაც ასოცირდება “ქართულ ოცნებასთან”, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” ივანიშვილის გარეშე ხომ აღარაფერი აღარ რჩება? ამიტომ ავტომატურად ამომრჩეველი იდენტიფიცირებას მასთან აკეთებს და სიაში ჩაეწეროს ისეთი არჩევნების წინ, სადაც მას თავად არ სჯერა, რომ უმრავლესობით მოიგებს ამ არჩევნებს. რა ლოგიკა უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ეს არის ერთადერთი რესურსი, რაც „ქართულ ოცნებას” დარჩა დღეს. ბილბორდებზე კობახიძე, კილაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი ვერ გაიკვრებიან ხომ? ერთადერთი ვინც დარჩა „ქართულ ოცნებას“, არის ივანიშვილი, რომელიც თუ არ გამოჩნდა, მაშინ ვინ არის “ქართული ოცნება”? არავინ აღარ დარჩა. რამდენიმე ადამიანს თუ გამოაკლებთ, ვინც 2012 წლიდან დარჩა და რამდენიმე არის “ნაციონალური მოძრაობის” ფილიალი. ივანიშვილი გამოჩნდება თუ არა, ის არის “ქართული ოცნების” მთავარი შემომწირველიც, მთავარი პოლიტიკური საყრდენიც. მოცემულობა ეს არის და ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად