A1 ბანერი

ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძეს პერსონალური ახირებები აქვს

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის რეგლამენტის თვითნებურ დარღვევაში დაადანაშაულა.

“მაინტერესებს, პარლამენტის თავმჯდომარე რატომ მიეჩვია რეგლამენტის დარღვევას და ახლა რატომ არღვევს 94-ე მუხლს, სადაც ნათლად წერია, რომ ვინც განცხადებებში ეწერება თანმიმდევრობის დაცვა არის სავალდებულო? მესმის, რომ ბოლო პერიოდის მონაცემებით. ირაკლი კობახიძეს პერსონალური ახირებები აქვს და ურჩევნია ყველაფერი იკადროს, ოღონდ არ დამინახოს, მაგრამ კეთილი ინებოს და რეგლამენტს პატივი სცეს. რატომ აძლევს თავს უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე, პერსონალური გადაწყვეტილებებით რეგლამენტს გადააბიჯოს? კეთილი ინებეთ და დაიცავით წესები!” -მიმართა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარული სხდომის წამყვანს, თამარ ჩუგოშვილს

თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას უპასუხა, რომ განცხადებებში ის ჩაწერილია და მიკროფონი 4 წუთით ჩაურთო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...