ეკა ბესელია IPCNKR-ის ყოველწლიურ გენერალურ კონფერენციაზე სპეციალური მოხსენებით გამოვიდა

პარლამენტის წევრთა საერთაშორისო კოალიციამ ადამიანის უფლებებისათვის (IPCNKR) ყოველწლიური მე-16 შეხვედრა გამართა, რომელშიც კოალიციის პერსონალური მიწვევით მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია.

აღნიშნული კოალიცია აერთიანებს პარლამენტის წევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყოველ წელს უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც პარლამენტის წევრები მთელი მსოფლიოდან განიხილავენ ლტოლვილთა და ადამიანის უფლებების საკითხებს და ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კოალიციის მუშაობა მიმართულია, როგორც ჩრდილოეთ კორეაში, ისე სხვა ქვექნებში ადამიანის უფლებების რეალური მდგომარეობის გამოვლენისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.

ეკა ბესელიამ მოხსენებით გამოსვლის დროს დევნილთა პრობლემებზე ისაუბრა. განსაკუთრებით აღნიშნა რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილი მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების როლს.

ღონისძიების ფარგლებში, წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის ეკა ბესელიას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...